Sunday, March 11, 2012


საგაკვეთილო პროცესში საგანთშორისი ინტეგრაციის დაგეგმვის ეტაპები

1.
 საგაკვეთილო თემატიკისა და პარტნიორი-მასწავლებლის შერჩევა

შესაძლებელია ჯერ შეირჩეს თემატიკა და ამ თემატიკის გარშემო მოხდეს გუნდის შემოკრება, ან პირიქით მასწავლებლების გუნდმა გადაწყვიტოს ინტეგრირებული გაკვეთილის განხორციელება და ამ მიზნით შეარჩიოს ყველასათვის საინტერესო თემატიკა.

მაგალითად:

ვარიანტი 1.
IX
კლასის ისტორიის მასწავლებელს, ესგ მიხედვით დაგეგმილია აქვს მუშაობა გარკვეულ თემატიკაზე. მისი აზრით ეს საკითხი უფრო კარგად დამუშავდება ინტერდისციპლინარული განხილვის, გეოგრაფიასა და ქართულთან ინტეგრაციის შემთხვევაში. ამ იდეით იგი მიმართავს იგივე კლასთან მომუშავე გეოგრაფიისა და ქართულის მასწავლებლებს. მათგან თანხმობის შემთხვევაში ისინი ჯგუფურად იწყებენ ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვას.

ვარიანტი 2.
ერთი კლასის მასწავლებლები გადაწყვეტენ დაგეგმონ და განახორციელონ ინტეგრირებული გაკვეთილები, რადგან თვლიან რომ ინტერდისციპლინარული მიდგომა ეფექტურია და უფრო ნაყოფიერი, ვიდრე მასალის განკერძოებული ათვისება. ამ მიზნით ისინი არჩევენ გამჭოლ თემატიკას, რომელიც საერთოა ჯგუფის ყველა წევრი მასწავლებლისათვის.

2.
 საგაკვეთილო თემის, კლასის პროფილის, გაკვეთილის მიზნისა და ესგ შედეგების დაზუსტება

ეს ეტაპი ითვალისწინებს რამდენიმე ტიპის აქტივობას: გაკვეთილის დაგეგმისწინა ანალიზი, დაგეგმვა და დოკუმენტირება. მასწავლებელთა გუნდი ახდენს ნაბიჯ-ნაბიჯგაკვეთილის გეგმისპუნქტების შევსებას

    1.
გაკვეთილის თემატიკისა და სამუშაო გჯუფის ფორმირების ეტაპიდან უკვე ცნობილია სწავლების საფეხური და კლასი (მე-2 გრაფა), რომლისთვისაც იგეგმება გაკველ(ებ)ის ჩატარება, ასევე, ცნობილია ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების ვინაობა (მე-3 გრაფა) და კლასში მოსწავლეთა რაოდენობა (მე-4 გრაფა). გუნდის მიერ ხდება ამ მონაცემების ასახვასაგაკვეთილო გეგმისშესაბამისს გრაფებში.
    2.
მასწავლებლების მიერ ხდება, წინასწარ შერჩეული საერთო თემატიკის ფარგლებში თითოეული საგნისათვის, ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგების ამორჩევა დასაგაკვეთილო გეგმისშესაბამის მე-7 გრაფაში ჩაწერა .
ესგ სწავლის შედეგები არის საორიენტაციო წერტილი გაკვეთილის მიზნებისა და აქტივოებების დაგეგმისას
    3.
ამავე ეტაპზე ხდება მოსწავლეთა პროფილისა (მოსწავლეთა ინდივიდუალური თვისებები, ცოდნისა და უნარ-ჩვევების დონე..) და საჭიროებების განსაზღვრა გუნდის მიერ ზოგადად და ინდივიდუალურად - საკუთარი საგნების მიხედვით; 
ანალიზის საფუძველზე იკვეთება კლასის ძლიერი თუ სუსტი მხარეები, მოსწავლეთა მდგომარეობა და საჭიროებებისა თუ პრობლემების ნუსხა, რომელთა გადალახვაც იქნება აუცილებელი ესგ დასახული შედეგების მისაღწევად.

    4.
შერჩეული საერთო თემატიკის ფარგლებში, ესგ ამორჩეული შედეგებისა და მოსწავლეთა პროფილისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ხდება გაკვეთილ(ებ)ის ბოლოსათვის დაგეგმილი მიზნების განსაზღვრა თითოეული ინტეგრირებული დისციპლინისათვის ინდივიდუალურად. 
საგნების მიხედვით გაკვეთილ(ებ)ის ბოლოსათვის დაგეგმილი მიზნები იწერებასაგაკვეთილო გეგმისშესაბამისს მე-6 გრაფაში ერთმანეთის ქვეშ.
    5.
მავე ეტაპზე ხდება გაკვეთილ(ებ)ის სათაურის სათაურის/თემის საბოლოო დაკონკრეტება და შესაბამისს გრაფაში ჩაწერა.

3.
 დასახული მიზნების მიღწევისათვის განსახორციელებული აქტივობების დაგეგმა

გაკვეთილის სასწავლო მიზნების მიღწევისათვის უმნიშვნელოვანესია სწორი პედაგოგიური სტრატგიების შერჩევა, ადეკვატური და ეფექტური აქტივობების დაგეგმა. აქტივობა არის გზა რომელთა განხციელების საშუალებით ხდება მასწავლებლის მიერ დასახული საგაკვეთილო მიზანი.

აქტივობების დაგეგმისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:
  • გაკვეთილის სასწავლო მიზანი, რომელიც თავისმხრივ ებმის ესგ გათვალისწინებულ საგნობრივ სტანდარტს - სწავლის შედეგებს;
  • კლასის პროფილი
  • გაკვეთილის ტიპი (მიმდინარე, შემაჯამებელი..)
  • პედაგოგიური სტრატეგია
ვარიანტი 1.
იმ შემთხვევაში როდესაც ერთი გაკვეთილის ფარგლებში ერთზე მეტი საგნის სწავლება მიმდინარეობს, საჭიროა სასწავლო აქტივობები დაიგეგმოს ამ საგნების მასწავლებლების მიერ ერთობლივად

ვარიანტი 2.
თუ გაკვეთილები ტარდება ცალ-ცალკე - მაშინ, აქტივობებიც იგეგმება ინდივიდუალრად საგნების მიხედვით, შესაბამისი საგნების მასწავლებლის მიერ.
დაგეგმილი აქტივობები იწერებაგაკვეთილის გეგმისმე-7 პუნქტში („თანმიმდევრობა“)
სასურველია ყველა აქტივობა დაინომროს თანმიმდევრობის მიხედვით, დასათაურდეს, განესაზღვროს ის ქვე-მიზანი, რომლის მიღწევათ იგეგმება და მაქსიმალურად დეტალურად აღიწეროს.
აუცილებლად, უნდა მიეთითოს დრო, რომელიც განკუთვნილია მის განსახოციელებლად. დროის სწორი განსაზღვრა უმნიშვნელოვანესია გაკვეთილის წარმატებული განხორციელებისათვის.

თუ წარმოდგენილი გეგმა ასახავს ერთზე მეტ გაკვეთილს (გაკვეთილების ციკლს), ამ პუნქტში უნდა აღიწეროს თითოეული გაკვეთილი ცალ-ცალკე, ერთმანეთის მიმდევრობით.

მაგალითად:

გაკვეთილი 1 - საგნის დასახელება - ისტორია
გაკვეთილის თანმიმდევრობის (აქტივობა და დრო) აღწერა

გაკვეთილი 2 - საგნის დასახელება - გეოგრაფია
გაკვეთილის თანმიმდევრობის (აქტივობა და დრო) აღწერა

4.
 გაკვეთილის დაგეგმისას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აქტივობების სწორედ შერჩევის გვერდით, მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობების მართებულ შეფასებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შეფასების სისტემის ეფექტურ გამოყენებას (იხ. მენიუ მოსწავლეთა შეფასება).

5.
 გაკვეთილის სწორედ და წარმატებული დაგეგმისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს რესურსები, რომელთა გამოყენებაც იგეგმება გაკვეთილის მსვლელობისას



















ინტეგრირებული გაკვეთილის ცნება

    
ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სულ მცირე ორი საგნის მონაწილეობას (საერთო გამჭოლი თემატიკის ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე საგანი) ისე, რომ მათი შერწყმა საშუალებას იძლევა ერთი და იგივე თემის ირგვლივ დაიგეგმოს და ჩატარდეს სამუშაოები/აქტივობები, რომელთა შესრულებითაც ინტეგრირებული საგნების სასწავლო შედეგ(ებ) სათანადოდ იქნება მიღწეული.
    
ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად პირველ რიგში უნდა მოხდეს საგაკვეთილო თემის სწორად შერჩევა, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩეული თემა ერთდროულად უნდა უკავშირებოდეს და ეხებოდეს ყველა მონაწილე საგანს.
    
აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ხელმძღვანელობა ეროვნული სასწავლო გეგმით, სადაც სწავლების საფეხურების მიხედვით მოცემულია ინფორმაცია იმ შედეგებისა და ინდიკატორების შესახებ, რაზეც უნდა გადიოდეს სასწავლო პროცესის დროს დაგეგმილი და შერჩეული სამუშაოები/აქტივობები მნიშვნელოვანია კლასის, მოსწავლეთა პროფილის, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინება


No comments:

Post a Comment