ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების
ეფექტური და პრობლემური ასპექტები
(ანუ გამოხმაურება მასწავლებლის გზავნილზე ,,მე უნდა ვიყო შემოქმედებითი“)
შემოქმედებითობა სრულებით არ გახლავთ ინოვაციური დამოკიდებულება ნებისმიერ სფეროში, მით უფრო პედაგოგიურ პრაქტიკაში.
მიუხედავად ამისა, ამ თვისების გამოხატულება
ყოველ დროსა და სივრცეში მობილურია.
ვფიქრობ, სწორედ ეს იგულისხმება თანამედროვე მასწავლებლის ერთ-ერთ გზავნილში--,,მე
უნდა ვიყო შემოქმედებითი“.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიმაჩნია საგანთა ინტეგრირებული სწავლება. როგორც ყოველ მიდგომასა და დამოკიდებულებას, მასაც
გააჩნია დადებითი და სუსტი ასპექტები. სწავლების პანაცეა-მეთოდი ბუნებაში არ არსებობს.
მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა,
მინდა, ჩემი პოზიცია გამოვხატო ამ თემასთან მიმართებაში.
უნდა ითქვას, რომ ამ საგანთა ინტეგრაციამ არაერთი განაწყო სკეპტიკურად.
ზოგიერთმა კი ენის სწავლების იგნორირებადაც
აღიქვა, რადგან ტრადიცია ენის განყენებული
სწავლებისა დაირღვა.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პრაქტიკაში ეს ორი საგანი (ხელოვნებისა და ენათმეცნიერების დარგები) თითქმის იზოლირებული იყო ერთმანეთისაგან. ინტეგრირებულმა სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს იმის გაცნობიერებას, რომ სალიტერატურო ენის ნორმები არის მართლწერისა და მართლმეტყველების ერთaდერთი საშუალება.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პრაქტიკაში ეს ორი საგანი (ხელოვნებისა და ენათმეცნიერების დარგები) თითქმის იზოლირებული იყო ერთმანეთისაგან. ინტეგრირებულმა სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს იმის გაცნობიერებას, რომ სალიტერატურო ენის ნორმები არის მართლწერისა და მართლმეტყველების ერთaდერთი საშუალება.
სკოლაში
გრამატიკის სრული კურსის ზედმიწევნით შესწავლა ვერ უზრუნველყოფდა შეძენილი ცოდნის გამოყენებასა და პრაქტიკულ გააზრებას, ე. ი.
გრამატიკას სწავლობდნენ და ასწავლიდნენ
გრამატიკისათვის.
შეიცვალა
საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება, რაც მისასალმებელია, თუმცა ახლა სხვა პრობლემამ იჩინა თავი. არსებულ
სახელმძღვანელოებში არაორგანიზებულად არის შემოთავაზებული ენის საკითხები, მხოლოდ მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და შემოქმედებით
უნარზეა დამოკიდებული ენის ინტენსიური კურსის
შესწავლა ლიტერატურასთან კავშირში. დღეისათვის არ არსებობს
იდეალური სახელმძღვანელოები, რომლებშიც
ეროვნული გეგმის მიხედვით იქნება წარმოდგენილი საგნის პროგრამა.
ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება
მიზნობრივი და ეფექტური რომ იყოს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:--
1.
სამიზნე ჯგუფის
შესწავლა ( რა ისწავლეს, რა
იციან, რა უნდა ისწავლონ) მაგალითად:
მე-6 კლასში მეტყველების ნაწილების
მორფოლოგიური დახასიათება, სათანადო მართლწერისა და მართლმეტყველების ნორმებით.
2.
სილაბუსის სწორად დაგეგმვა (ლიტერატურის მასალის შეთავსება გრამატიკასთან), იმის გათვალისწინებით,
რომ ენობრივ მასალაზე გადასვლა მოხდეს ლოგიკურად, ენის პრაქტიკული ფუნქციის შერწყმით ლიტერატურასთან. ( ფონეტიკური მოვლენები ჯერ უნდა აღმოვაჩენინოთ შესასწავლ ტექსტში, შემდეგ კი დაკვირვების საფუძველზე გავაკეთებინოთ დასკვნა.) ამგვარი
„ენობრივი გადახვევები“ საინტერესოც არის და ადვილად გასაგებიც.
3.
ვიცავთ
სწავლების ინდუქციურ პრინციპს (მარტივიდან რთულისაკენ, კერძოდან ზოგადისაკენ). როგორც წესი, ვიწყებთ ფონეტიკით და ვამთავრებთ სინტაქსური
კონსტრუქციებით.
4.
ენის
სწავლებისას ეფექტურია ისეთი რესურსების გამოყენება,
როგორიცაა---ჩანაწერები, სქემები, დიაგრამები,
ელექტრონული რესურსები ( ტესტები, რედაქტირება).
5.
აქტივობების
დაგეგმვისას გავითვალისწინოთ მრავალმხრივი
ინტელექტის თეორია, განვავითაროთ ლინგვისტურ-ენობრივი ინტელექტი.
6.
მასწავლებელი უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეებს, რომ თვითონ გააკეთონ დასკვნა შეძენილი ცოდნის უტილიტარულ( გამოყენებით) მნიშვნელობაზე. მაგალითად:
ზმნის თემას ვსწავლობ იმიტომ, რომ გავარკვიოთ, რომელია სწორი (ვჩხრეკ---ვჩხრიკე, ვგრეხ--ვგრიხე, შემიკერია--შემიკერავს და მისთ.)
მოხდეს ენათმეცნიერული და პრაქტიკული გრამატიკის იდენტიფიცირება.
7.
მოზანდასახულად გამოვიყენოთ შესწავლილი ენობრივი
საკითხების გათვალისწინებით შედგენილი ტესტური დავალებები, რომელთაც მოსწავლეებს
ორგანიზების სხვადასხვა ფორმით შევთავაზებთ
რედაქტირებისათვის.
8.
ეფექტურია, რომ დროდადრო
კლასში ან დერეფანში გამოვაკრათ მოსწავლეთა რედაქტირებისას გამოვლენილი შეცდომები მათი სწორი ანალოგებით( შეცდომაა--სწორია).
მნიშვნელოვანი სიახლეა ეროვნელი გამოცდების ქართული
ენისა და ლიტერატურის ტესტის ფორმატში ცვლილებების განხორციელება. ამ შემთხვევაში სწორედ ის იგულისხმება, რომ აბიტურიენტმა შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად
გამოყენება შეძლოს და შესაბამის
უნარ-ჩვევებს ფლობდეს.
მომავალში სასურველი იქნება, რომ სახელმძღვანელოები ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამის
მიხედვით იყოს შედგენილი, რაც უზრუნველყოფს მის შესაბამისობას
საატესტატო და ეროვნული გამოცდების მოთხოვნებთან.
ერთი რამ კი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუნდაც იდეალური სახელმძღვანელოს პირობებშიც კი
სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, თუ არ გავითვალისწინებთ პრინციპს--მე უნდა ვიყო შემოქმედებითი!.. რომელიც
ყოველი მასწავლებლის მოწოდებაცაა და მოვალეობაც.
სტატია დაიბეჭდა ჟურნალ ,,მასწავლებელში" --2012 წელი, მეორე ნომერი.
No comments:
Post a Comment