Thursday, January 24, 2013


ლინკოლნის წერილი მასწავლებელს 


ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.

"
ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას. ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე. ყოველი თავგადასავალი თავისთავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლა რომ შევძლოთ, საჭიროა, გქონდეს რწმენა, სიყვარული და მხნეობა.

ძვირფასო მასწავლებელო
მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, თუმცა ასევე მსურს იცოდეს,რომ ყოველი არამზადის უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. ეს დიდ დროს მოითხოვს, ვიცი ასეა, მაგრამ მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე 5 დოლარს, რომელიც შემთხვევით იპოვნა.

ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით,რომ ისიამოვნოს გამარჯვებით. გაათავისუფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ, ასწავლეთ, გულწფელი ღიმილი.

ასწავლეთ წიგნების ფასი, მაგრამ ამავდროულად ბუნების სიყვარულიც შთააგონეთ - ისწავლოს, დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.
ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და სითაღლითე.
ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან.
ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ.
ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა... და ამასთან ერთად კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით,რომ ცრემლები სირცხვილი არაა.
ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.
უთხარით ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.
შეიძლება დიდი გამოწვევაა, მაგრამ მსურს დავინახო, რა შეგიძლიათ. ის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილია - ჩემი საყვარელი შვილი!"

აბრაამ ლინკოლნი


                     რჩევები მასწავლებელს




1.ყოველი დღე ახლით დაიწყე
  სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.
2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.
3. დატვირთე გაკვეთილი სანახაობითი მასალით.
4. ნუ იჩქარებ ახალი მასალის ახსნისთვის, იცოდეს მოსწავლემ, რომ მთავარი ახსნილის ანალიზი და მისი შეთვისებაა.
5. შენს მიერ შეთავაზებულ ახალ მასალას წინ მოტივაცია წაუმძღვარე.
6. ეცადე, ყველა საკითხი გააშუქო მოსწავლის პროვოცირებით, სწავლების პროცესის ეს მიგნება, მოსწავლის სწავლის ინტერესის გაღრმავებას იწვევს.
7. არ დაგავიწყდეს, კრიტიკულობა ადამიანის უდიდესი მონაპოვარია.
8. გაეპრანჭე შენს მოსწავლეებს, მათ ლამაზი მასწავლებელი მოსწონთ.
9. არ დაგავიწყდეს ყოველ დილით შენს მოსწავლეს კომპლიმენტი რომ უნდა უთხრა.
10. ეცადე, რაღაცას დაჰპირდი და აუცილებლად შეუსრულე, ეს თამაში კომუნიკაბელურს ხდის მოსწავლეს.
11. დამაჯერებლად გამოიყურებოდე - მოსწავლის რწმენის აღზრდაა.
12. ხომ გახსოვს, შენ რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.
13. დაიცავი შენი უფლებები, რათა მოსწავლემ ისწავლოს თავის უფლებების დაცვა.
14. არასოდეს მოიტყუო.
15. იყავი უშუალო, მომთხოვნი და სამართლიანი.
16. დაუმეგობრდი შენი მოსწავლეების ავტორიტეტს.
17. არასოდეს ცუდად არ დაახასიათო ცუდი ადამიანიც კი, ვიღაცის ცუდი ხასიათი ყოველთვის გაამართლე. ბავშვობის ასაკში უკეთესია იცოდეს მან, რომ ამ ქვეყანაზე ცუდი ადამიანები არ არსებობენ.
18. ეცადე, რაც შეიძლება ფერადად დაანახო სამყარო შენს მოსწავლეს.
19. იყავი ფანტაზიორი, მოსწავლე აუცილებლად მოგბაძავს.
20. შენი კოლეგიალობა - კლასის ერთსულოვნებაა.
21. ნუ შეეცდები შენს მოსწავლეებს დაანახო, რომ ყველაფერი იცი, იცოდნენ მათ, რომ შენ ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, ისინი ანალიზს აუცილებლად გააკეთებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა ისწავლონ.
22. ძიების უნარი სასწავლო პროცესის გადახალისების მთავარი მომენტია, აზროვნების, გონების წრთობაა.
23. გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს გაითვალისწინე კლასის ინტერესი.
24. გამოიყენე ბუნება გაკვეთილის ჩასატარებლად, ეს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
25. ნუ დაგავიწყდება, განათლებაზე მთავარი ხომ მათი ჯანმრთელობაა.
26. ნუ იქნები ნიშნის წერაზე ორიენტირებული, მთავარი ხომ შენი მოსწავლის ცოდნაა.
27. კარგი იქნება, თუ შენს მოსწავლეს მასწავლებლობანას ათამაშებ გაკვეთილზე.
28. მოსწავლის მიერ გამოთქმულ მცდარ აზრს დადებითი არგუმენტები მოუნახე, მიეცი მას
საშუალება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.
29. გამოიყენე შენს გაკვეთილზე მოსწავლის მიერ გამოყენებულ რომელიმე საუკეთესო მეთოდი ან 
ფრაზა.
30. შეაქე სუსტი მოსწავლე ყოველ დღე, ის სულ მალე წარმატებული გახდება.
31. გაუკეთე საკუთარ თავს შეფასება და ეცადე მოსწავლემ თვითშეფასების სისტემას სისტემატიური
სახე მისცეს.
32. ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წრთვნი.
33. ყოველთვის გახსოვდეს მოსწავლე ,,ნაძვისხეა,, და შენ მის გარშემო ტრიალებ.

P.S.  ყოველივე ამას შენ აუცილებლად შეძლებ! იცოდე, შენ ქვეყნის    ხვალინდელ დღეს ქმნი!