Friday, November 30, 2012


                  სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელი
,, სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო ...“
   პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება
      სურამის ციხე   არ არის სათანადოდ დაფასებული, ისე, როგორც ასეთ ჩინებულ ისტორიულ ძეგლს შეეფერება, ციხის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია.  თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სურამი საკურორტო ზონაა, არ არის არანაირი სინფორმაციო საშუალება, რომელიც  ლაპიდარულ ცნობას მიაწოდებს ადამიანს ციხის შესახებ. 
მიზანი
    სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება ლეგენდის ვერსიების შესახებ.  საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება დაბაში.
უნარები --- რომლებიც პროექტზე მუშაობისას უვითარდება მოსწავლეს
საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის ,ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების,ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.



2.
პროექტის აღწერა 1-2 წინადადებით
      ი. ჭავჭავაძის ,, ბაზალეთის  ტბის“ შესწავლის შემდეგ  გამოიკვეთა  მოსწავლეთა ინტერესი სურამის ციხის ლეგენდის მიმართ. მიზნად დაისახეს, განეხორციელებინათ პროექტი, რომლის ფარგლებში სრულყოფილ მასალას მოიძიებდნენ აღნიშნული საკითხის შესახებ.

3.
პროექტის სრული აღწერა
      ამოცანები და განხორციელების გზები  ( აქტივობები )
 1.  ინფორმაციის მოძიება;  ( ისტორიული და ლიტერატურული ვერსიები )
  2    მოძიებული ინფორმაციის განხილვა კლასში;
   3.   სკოლის კედლის გაზეთის გამოშვება;  მოსწავლეთა ნახატების გამოფენა აღნიშნულ თემაზე.
  4. ინტერვიუ ციხის მიმდებარე ქუჩის მოსახლეობასთან (  პრობლემის გამოკვლევა )
  5. ბუკლეტის დამზადება;
   6. ციხის ტერიტორიის დასუფთავება და  წერილობითი მიმართვა   ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელთან.
    7. პროექტის პრეზენტაცია სკოლაში.
4. მონაწილეთა ასაკი 
       12 – 13 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა
            1 თვე   2012  წელი, 10 ნოემბრიდან -- 10 დეკემბრამდე.
უნარები --- რომლებიც პროექტზე მუშაობისას უვითარდება მოსწავლეს
საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის ,ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების,ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.


საჭირო რესურსები
  ისტორიული და მხატვრული ლიტერატურა ;
  ბიბლიოთეკა ;
  კომპიუტერი ( ინტერნეტი )
  ფორმატის ქაღალდი, მარკერები, სახატავები, ფლომასტერები;
   ფოტოაპარატი;
  ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
  ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები;
   მოსახლეობა;
   ვიდეოკამერა.

    
7.
მოსალოდნელი შედეგები
v მოსწავლეები  აიმაღლებენ ცოდნის დონეს,  ეცოდინებათ მშობლიური  დაბის ღირშესანიშნაობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში სხვებსაც გაუზიარებენ.
v გამოუმუშავდებათ თანამშრომლობისა და კოლაბორაციული უნარ-ჩვევები. 
v შეეჩვევიან საგანთშორისი კავშირების მოძიებასა და მიზნობრივად გამოყენებას.
   

8.
სარგებელი სხვებისთვის    
v სურამის ციხის პოპულარიზაცია.
v  სამოქალაქო საზოგადოების  ცნობიერების ამაღლება,  მათი დაინტერესება სურამის ციხის არსებული მძიმე მდგომარეობით, ძეგლის დაცვისა და გადარჩენისათვის  მოწოდება.


9.  კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან 
      ისტორია / გეოგრაფია


  10.  კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
·        ქართ. VII. 1.
·         მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).
·        VII. 3
·        წარმოადგენს ზეპირი ინფორმაციის სხვადასხვა ვერსიას აუდიტორიის გათვალისწინებით.
·        VII. 7.
·        ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
·         
11. პროექტის ფასილიტატორი
  სურამის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ნინო მასურაშვილი

12. ფასილიტატორის ელ. ფოსტა
 masurashvili.nino@gmail.com
      
       
15.
პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი

ninomasurashvili123.blogspot.com
  

No comments:

Post a Comment